პრანგლიმინე არის ონლაინშეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც ტარდება მიკსიკეს საგანმანათლებლო პლატფორმაზე. შეჯიბრების დასახელება - „პრანგლიმინე“ წარმოდგება ესტონეთის პატარა კუნძულ პრანგლის სახელიდან, სადაც სკოლის დირექტორი იყო კალევ პილდსაარი.
მიკსიკე აქტიურად მუშაობდა ესტონეთის სკოლებში ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში შეჯიბრების განსავითარებლად. დღეს კი ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრება იმართება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიასა და უკრაინას შორის. მოხარული ვიქნებით თუ საქართველოს სკოლებიც შეუერთდება ამ შეჯიბრებას!
შეჯიბრება პრაგლიმინე არ არის რთული და მისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის. ის ტარდება საინტერესო ფორმით. შეჯიბრებაში სიამოვნებით მონაწილეობენ მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები, რაც შეჯიბრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. პირობა: საჭიროა ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერები, ვინაიდან შეჯიბრებაში მონაწილეობა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.
ჩვენი შეჯიბრების მონაწილეს არ სჭირდება კალკულატორი! არც ერთ სამუშაო რვეულში არ დაეტევა იმდენი მაგალითი, რამდენსაც ჩვენი ბავშვები ხსნიან.
ჩვენი შეჯიბრების მონაწილეს არ სჭირდება კალკულატორი! არც ერთ სამუშაო რვეულში არ დაეტევა იმდენი მაგალითი, რამდენსაც ჩვენი ბავშვები ხსნიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий