საყვარელო მშობლებო ! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ექსკურსიის გეგმას, განსაკუთრებით მე-4 საკითხს, იმისათვის რომ ბავშვებისთვის მეტად დასამახსოვრებელი იყოს ეს დღე შეძლებისდაგვარად მოიფიქრეთ სახალისო აქტივობები. მოიძიეთ აქტივობისთვის საჭირო რესურსი, (შეგიძლიათ გააზიაროთ იდეები კომენტარებში) :)
რა როლი აქვს მშობელს სასწავლო ექსკურსიის წარმართვაში?
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.
ვინაიდან ექსკურსია სასწავლო პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მის მოწყობასა და წარმართვაში მშობლების მხარდაჭერა და თანადგომა მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მშობელი ხომ სკოლის სრულფასოვანი პარტნიორია. მშობელსა და სკოლას კი ერთი საერთო მიზანი აქვს - მოსწავლის ხელშეწყობა, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
სასწავლო ექსკურსია სწორედ ის კლასგარეშე ღონისძიებაა, რომლის განხორციელება მშობლის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.
ექსკურსიის გეგმა
კლასი:130-ე საჯარო სკოლის მეორე კლასი 2017 წელი
მარშუტი: მარტყოფი
მიზანი: ექსკურსიაზე მიღებული გამოცდილება უფრო მყარი და მტკიცეა, ვიდრე იგივეს შესახებ საუბარი/წაკითხვა ფორმალურ გარემოში. თუ ახალგაზრდა თაობას არ ვანახებთ მშობლიური ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, საკუთარი ქვეყნისადმი გაუცხოებაც აქედან დაიწყება.
რას დავათვალიერებთ: მარტყოფის ღვთაების მონასტერი
აქტივობები:
1) რას გავეცნობით?
ა) მარტყოფის მდებარეობას.
ბ)ვის სახელს უკავშირდება მონასტრის სახელი.
გ)თქმულებებს წმინდა ანტონის შესახებ.

2)ისტორიული ძეგლის ნახვის შემდეგ მოვაწყობთ სახალისო გათამაშება- ტესტირებას,მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით.
3) ტრაპეზი
4) მშობლების მიერ წინასწარ მოფიქრებული სახალისო თამაშები. თამაშში ერთვება ყველა.
5) გამოვლინდება 1) მხიარული, ენერგიული და 2) საინტერესო თამაშების ავტორი მშობლების ვინაობა, ( გამოავლენენ მოსწავლეები) გადაეცემათ სიგელი.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მის შედეგებს – რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია; შესაძლებოა, დაიგეგმოს შემდგომი ვიზიტებიც.

Комментариев нет:
Отправить комментарий