საყვარელო მშობლებო და ჩემო პატარა მოსწავლეებო ! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას, ვისურვებდი მშვიდობით დაწყებასა და ასევე მშვიდობიანად მეორე კლასის დამთავრებას. ყოფილიყოს ჩვენ შორის ურთიერთგაგება და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. გისურვებთ წინსვლას სწავლაში, სიხარულსა და სიყვარულს
თქვენი თეონა მასწავლებელი
მინდა ცოტა რამ გითხრათ ბლოგის შესახებ:
ბლოგი, როგორც სწავლა-სწავლების ეფექტური საშუალება დღითიდღე პოპულარული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რესურსის მაქსიმალური გამოყენება.სხვადასხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვა-ჩატარებისას. ბლოგების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ (მოსწავლეებში):
• ემსახურება დადებითი ემოციური ფონის შექმნას;
• ავითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს ;
• ზრდის ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას;
• სწავლებას ხდის მრავალფეროვანს; მეორეს მხრივ, მასწავლებლებს:
• ეხმარება ბავშვის უკეთ გაგებაში, ცოდნისა და უნარების უკეთ შეფასებაში;
• ეხმარება ეძებოს სწავლების ახალი, არატრადიციული მეთოდები და ფორმები;
• ეხმარება კოლეგებთან თანამშრომლობის ხარისხის ზრდაში;
• ეხმარება ინოვაციების გაცნობასა და ურთიერთგაზიარებაში.
ჩემი ბლოგი დაგეხმარებათ სხვადასხვასასწავლო აქტივობების უკეთ და ხალისით სწავლებაში.აქ ნახავთ ტესტებს, გამოცანებს ,კოჭლმაჯამებს ,საინტერესო ბმულებს ,როგორც მოსწავლეებისათვის ასევე მშობლებისათვის.ყოველდღიურად ატვირტული იქნება საშინაო დავალება,მოცემული იქნება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა.
შეგიძლიათ გაეცნოთ კლასში ჩატარებულ სხვადასხვა სასწავლო აქტივობებს, ნახოთ სურათები და ვიდეოები.
შესაძლებლობა გაქვთ თქვენი აზრი გამოხატოთ კომენტარებში,რომელიც გათვალისწინებული იქნება ბლოგის შემდგომი მუშაობისას.
პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო ,საყვარელო მოსწავლეებო , თქვენი აზრი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ აზრი კომენტარებში დააფიქსიროთ, მადლობა
ОтветитьУдалитьთეო,მე პერიოდულად ვათვალიერებდი შენს ბლოგს,ძალიან მომწონს მშობლებთან და ბავშვებთან ურთიერთბის ეს ფორმა.ბლოგი საკმაოდ მარტივად დასათვალიერებელია და არავისთვის არ იქნება პრობლემა აქ განთავსებული ინფორმაციების გადახედვა.ასევე კარგად ჩანს მთელი წლის განმავლობაში შენი და პატარების გაწეული შრომა.წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს მოსწავლეებს.სამომავლოდ მეც აუცილებლად ავამოქმედებ ჩემს ბლოგს და გამოვიყენებ შენს გამოცდილებას!
Удалитьმადლობა ნინო
ОтветитьУдалитьთეონა სრულიად ვეთანხმები ნინოს კომენტარს.ძალიან მომწონს რომ მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში და ყოველღიურ ინფორმაციას იღებენ.მომავალი სასწავლო წელიდან მეც აუცილებლად შევქმნი ბლოგს. გისურვებ წარმატებებს შენ და შენს პატარებს.გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას.<3
ОтветитьУдалитьმადლობა ნატო შენ
Удалить